USA2GEORGIA-მ მორიგი რევოლუციური ნაბიჯი გადადგა – ლოგისტიკური პროცესების სრული კონტროლი ხელოვნურ ინტელექტს K-AI-A-ს გადასცა. ეს ნიშნავს, რომ ახლა თქვენი ამანათის ყველა ეტაპი – დეკლარირებიდან მიწოდებამდე – კონტროლდება 24/7 რეჟიმში მომუშავე ინტელექტუალური სისტემით.
2025 წელი, თბილისი – USA2GEORGIA აცხადებს AI-ზე დაფუძნებული ავტონომიური აგენტის, K-AI-A-ს, დანერგვას ლოგისტიკურ ოპერაციებში.
სისტემა წარმოადგენს პირველ მრავალფუნქციურ AI აგენტს საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სრულ ავტომატიზაციას საბაჟო დეკლარირების, ამანათების მართვისა და მომხმარებელთა მომსახურების პროცესების მართვაში.
K-AI-A-ს ტექნოლოგიური შესაძლებლობები
K-AI-A წარმოადგენს ავტონომიურ AI აგენტს, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და პროაქტიულად – განსხვავებით ტრადიციული ჩათბოტებისგან, რომლებიც მხოლოდ კითხვებს პასუხობენ. სისტემა რეალურ დროში აკონტროლებს ამანათების მდგომარეობას, ავტომატურად ინახავს ინფორმაციას ზომის, წონის, დეკლარირების სტატუსისა და საბაჟო პროცედურების შესახებ.
K-AI-A უზრუნველყოფს სრულ ავტომატიზაციას საბაჟო დეკლარაციების შევსებაში. სისტემა ამუშავებს ატვირთულ ინვოისებს, ავტომატურად აღიქვამს ინფორმაციას და ავსებს დეკლარაციებს, რის შემდეგაც მომხმარებელი მხოლოდ გადაამოწმებს და დაადასტურებს მონაცემებს.
საბაჟო დოკუმენტაციის სისტემა უზრუნველყოფს დოკუმენტაციის ავტომატურ დამუშავებას და ახსნა-განმარტებას, საგადასახადო დოკუმენტების გაშიფვრასა და ანალიზს, ასევე დეკლარირებისთვის საჭირო ვებ-რესურსების ავტომატურ დამატებას.
სისტემა უზრუნველყოფს რეალურ დროში განახლებების (ამანათის სტატუსების მოძრაობის შესახებ) გაგზავნას და ავტომატურად ამოცნობას ამანათის ლეიბლების – არასრული ინფორმაციის შემთხვევაშიც. მომხმარებელი იღებს შეტყობინებებს: ამანათის მიღების შესახებ, დეკლარირების საჭიროებაზე, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნაზე, სტატუსის განახლებებზე და სხვა.
K-AI-A ასევე ასრულებს პირადი შოპინგ ასისტენტის როლს, ეხმარება პროდუქტების მოძიებასა და შედარებაში. სისტემა ამოწმებს ატვირთულ დოკუმენტებს (ინვოისები, საგადასახადო დავალებები, შესყიდვის დოკუმენტები, მისამართები) და აფასებს ინფორმაციის სისწორეს.
K-AI-A ხელმისაწვდომია ვებ-პლატფორმაზე www.usa2georgia.com, ასევე მომხმარებლის მობილურ აპლიკაციაში, მესენჯერებში, WhatsApp-სა (https://wa.me/+14344235441) და ელ-ფოსტაზე. სისტემა მუშაობს 24/7 რეჟიმში.
რას ემსახურება აღნიშნული ინოვაციურ-ტექნოლოგიური რეფორმა:
მომსახურების სისწრაფე და უწყვეტობა – 24/7 ავტომატიზაციამომხმარებელი აღარ არის დამოკიდებული სამუშაო საათებზე ან ოპერატორის ხელმისაწვდომობაზე.
შეცდომების მინიმიზაცია – ზუსტი და სტანდარტიზებული საბაჟო დეკლარირება
დეკლარაციები ხშირად ითხოვდა ხელით შევსებას და შეცდომები იწვევდა დაგვიანებებს. K-AI-A კი ავტომატურად ამუშავებს ინვოისებს, აღიქვამს ინფორმაციას და ავსებს ყველა საჭირო ველს – მომხმარებელი მხოლოდ ამოწმებს და ადასტურებს.
გამჭვირვალობა და სრული კონტროლი – რეალურ დროში თვალყურის დევნება
მომხმარებელს აღარ სჭირდება ყოველდღე შესვლა სისტემაში ან ზარი ოპერატორთან. K-AI-A ავტომატურად ატყობინებს ყველაფერს, როგორიცაა: დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა თუ ამანათის სტატუსი.;
ინტელექტუალური პერსონალური ასისტენტი- შოპინგის ავტომატიზაცია
K-AI-A პირადი შოპინგ-ასისტენტიც არის, რომელიც დაგეხმარება:
– პროდუქტების მოძიებასა და ფასების შედარებაში;
– ატვირთული ინვოისების სისწორის შემოწმებაში;
– საგადასახადო დავალებების ანალიზში;
– მიბმული საფოსტო მისამართ(ებ)ის გადამოწმებაში.

