დღეს, 9-საათიან “კურიერში” გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ USPS ფოსტით სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიიდან გამოგზავნილი ამანათები იკარგება ან ის არ ჩამოდის, რაც შეუკვეთესო. თუმცა ამერიკიდან კერძო კომპანიებსაც ჩამოაქვთ ტვირთები – მაგალითად, USA2GEORGIA-ს, სადაც ასეთი შემთხვევა არ ყოფილაო, დასძენს ჟურნალისტი. იქვე აჩვენეს ჩვენი ოფისი და ამანათების გაცემის პროცედურა, რომელიც ალბათ თქვენ ისედაც იცით.
სავარაუდოდ, მათ არ უფიქრიათ, თუმცა სიუჟეტი ჩვენი რეკლამა გამოვიდა, რისთვისაც “კურიერს” დიდ მადლობას ვუხდით.
მათთვის, ვინც კიდევ ყოყმანობს, თუ რა მეთოდით გამოგზავნოს შესყიდული პროდუქცია ამერიკიდან, გვინდა ვურჩიოთ – მოერიდეთ ჩვეულებრივ ფოსტას, ისარგებლეთ მხოლოდ არაჩვეულებრივით.