მასმედიის საშუალებით ალბათ უკვე მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფოსტო ამანათებზე საბაჟო შეზღუდვა მოქმედებს და ყველა ის ამანათი, რომლის ღირებულებაც 300 ლარს აჭარბებს, განბაჟებას საჭიროებს.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტს ჩვენი მომხმარებლები გულისხმიერად მოეკიდნენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთი ამანათით ბევრ ნივთს აღარ გზავნის; ხოლო მათ, ვისაც ძვირად ღირებული პროდუქციის აშშ-დან საქართველოში გამოგზავნა მაინც სურთ, შეუძლიათ, ჩვენი სატვირთო გადაზიდვების კომპანიით http://www.gls.ge/ ისარგებლონ, რომელიც ბიზნეს ტვირთების ტრანსპორტირებას და სრულ საბროკერო მომსახურებას უზრუნველყოფს.
თუ საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ USA2GEORGIA-ს საფოსტო ამანათის შეჩერება მაინც მოხდა, ჩვენ საბროკერო მომსახურებით დაგეხმარებით და პროცედურებს მაქსიმალურად გაგიმარტივებთ.
გისურვებთ წარმატებებს!