Amazon Prime წლებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. Prime-ის წევრებს ხელი მიუწვდებათ ამანათების სწრაფ და უფასო მიწოდებაზე, მნიშვნელოვან დანაზოგებზე, კომფორტულ მომსახურებასა და გასართობ კონტენტზე. თუ ჯერ არ გისარგებლიათ ამ სერვისით, ეს სტატია თქვენთვისაა – გასწავლით, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Amazon Prime-ის საწევროში.
სმარტფონით Amazon Prime-ზე რეგისტრაციისთვის, მიჰყევით შემდეგ ეტაპებს:
- მობილურის ბრაუზერით შედით ვებ-გვერდზე amazon.com/prime
- Prime-ზე რეგისტრაციამდე, გჭირდებათ Amazon-ის ანგარიში. თუ უკვე გაქვთ, აირჩიეთ განყოფილება “ანგარიშის შექმნა”.
- შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დაკლიკეთ ღილაკზე “გაგრძელება”.
- ეკრანის ქვედა მარჯვენა მხარეს დაკლიკეთ სამი ხაზის მენიუს ღილაკზე და შემდეგ „სცადეთ Prime“.
- მომდევნო ეტაპზე დაკლიკეთ „Prime Free Trial“-ზე და მიჰყევით ეკრანზე არსებულ ინსტრუქციებს თქვენი წევრობის ასარჩევად, ასევე თქვენი ბილინგისა და მიწოდების მისამართის დასადასტურებლად.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Prime-ის საფასური ავტომატურად ჩამოგეჭრებათ უფასო საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, თუმცა სერვისის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
- უკეთესი გამოცდილებისთვის და Amazon-ის ყველა შეთავაზებით სარგებლობისთვის, შეგიძლიათ Amazon-ის აპლიკაცია გადმოტვირთოთ.
ამერიკული მისამართით რეგისტრაციისას, Amazon Prime-ის ყოველთვიური საფასური $14,99-ს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური – $139-ს. Amazon ასევე გთავაზობთ დამატებით, ფასდაკლებულ წევრობის ვარიანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგულარული Prime წევრობის ზუსტად იგივე ღირებულ სარგებელს, პლუს ამას – 300 მილიონზე მეტი ნივთის შეძენის შემდეგ – უფასო მიწოდებას.
განსაკუთრებული ტარიფი მოქმედებს ახალგაზრდებისთვის – 18-24 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ, სცადონ Prime-ის ფასდაკლებით წევრობა ექვსთვიანი საცდელი (უფასო) პერიოდით, შემდეგ გადაიხადონ ფასდაკლებული ტარიფი $7,49 თვეში, ან $69 წელიწადში.
წარმატებებს გისურვებთ!