მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 2024 წლის 1 აპრილიდან, CHINA2GEORGIA ახალ მარშრუტს ჩინეთთან ერთად – ჰონგ-კონგიდანაც ხსნის!
ჩინეთისგან განსხვავებით, ჰონგ-კონგის აეროპორტიდან შესაძლებელია, გამოიგზავნოს აქამდე აკრძალული პროდუქცია: ელემენტები, powerbank-ები და სხვადასხვა სახის ელექტრონული პროდუქცია, რომელიც ელექტროენერგიით იმუხტება.
შესაბამისად, ჩინეთის ამჟამინდელ საწყობში მიღებული პროდუქცია დახარისხდება და ორი სხვადასხვა მარშრუტით ავტომატურად გამოიგზავნება.
2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, ჩინეთის მსგავსად, ჰონგ-კონგიდან გამოგზავნაზეც იმოქმედებს სააქციო ტარიფი: 1კგ – $8 (მოცულობითი წონის გათვალისწინებით).
მათ, ვისაც ამჟამად მსგავსი სახის აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირება შეჩერებული აქვს, კომპანია დამატებით ელ-ფოსტაზე დაუკავშირდება, რათა პროდუქციის გადმოგზავნა ჰონგ-კონგიდან ძველ ამანათებსაც შეეხოს.
წარმატებებს გისურვებთ!