ბრიტანულმა სტარტაპმა, სახელად Kaikaku, შექმნა ავტომატური რობოტების პლატფორმა, რომლებიც რესტორნებში კერძების მომზადების სტანდარტულ საქმიანობებს ასრულებენ. Business Insider-ის ცნობით, ამ გამოგონებით Kaikaku-ს შემოსავალმა $1.2 მლნ შეადგინა.
Kaikaku ლონდონში დაფუძნებული სტარტაპია, რომელმაც საქმიანობა მხოლოდ 10 თვის წინ დაიწყო, სულ რამდენიმე თვეში კი ბრიტანეთის დედაქალაქშივე პირველი რესტორანი გახსნა, სადაც მომხმარებლებს რობოტები ემსახურებიან. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ რესტორანში ყველაფერი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი!
ეს საინტერესო ამბავი უფრო ზუსტად რომ გავიგოთ, Kaikaku-ს მფლობელები ჩვენთვის გასაგებ ენაზე განმარტავენ, რომ AI რესტორანში შემუშავებულია ინვენტარის მართვის ავტომატური სისტემა, საკვების მოსამზადებლად საჭირო 3D უსაფრთხო მასალები და აქვეა გამანაწილებელი რობოტიც, რომელიც საკვები “კარტრიჯების” გამოყენებით, ნებისმიერ კერძს 26 წამში “აწყობს”. სპეციალურ აპარატურაში დაახლოებით 50 ულუფისთვის სამყოფი საკვების “კარტრიჯებია”, ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ – კერძების ინგრედიენტები.
დაბოლოს, AI რესტორნის გახსნის შემდეგ, რობოტ მოწყობილობებზე დაინტერესება გაიზარდა, ამიტომ სტარტაპ Kaikaku-მ თითოეული აპარატი დააპატენტა.