თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიის უსაფრთხოდ დანერგვის პროექტი დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისეთი ავტომობილების სქემას, რომელსაც სამართავად მძღოლი არ ესაჭიროება, Massdrive ჰქვია და ის მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს სერტიფიცირებული მანქანები, რათა ისინი ხელმისაწვდომი გახდეს.
ეს პროექტი გაერთიანებულ სამეფოში სურეის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ექპერტების ხელმძღვანელობით ამოქმედდა. 2023 წლის ნოემბერში ბრიტანეთის მთავრობამ ახალი საკანონმდებლო გეგმა დააანონსა, რათა გაერთიანებულ სამეფოში თვითმართვადი ავტომობილებით მოძრაობა დაშვებული იყოს. თუმცა ბრიტანული კანონის მიხედვით, მანამ, სანამ ასეთი მანქანები ქუჩებში გამოჩნდებიან, მათ უსაფრთხოების ძლიერი ტესტირების გავლა მოეთხოვებათ.