დღეიდან USA2GEORGIA-ს ანალიტიკურ-საინფორმაციო გუნდს მომხმარებელთათვის სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის გასაცემად – ინოვაციური AI ასისტენტი K-AI-A დაეხმარება, რომელიც თანამედროვე Machine Learning ალგორითმების წყალობით თავად სწავლობს ყოველი ახალი წერილიდან!
ჩვენი უნიკალური AI მოდელი განსაკუთრებულია, რადგან ის 12 მილიონზე მეტი ქართული წინადადების კომბინაციის გამოყენებითაა გადამზადებული.
ტრენინგის პროცესი Nvidia A100 GPU სერვერებზე ჩატარდა, რაც ამ მიზნისთვის ყველაზე მაღალი კლასის აპარატურაა, შედეგად, მივიღეთ სისტემა, რომელსაც ქართულად დასმული შეკითხვების სწორად გაგება და შესაბამისი პასუხების გაცემა შეუძლია.
ხელოვნური ინტელექტი თქვენ მიერ გაგზავნილ მეილებს წაიკითხავს, გააანალიზებს და ჩვენს მუდმივად განახლებად ცოდნის ბაზაზე დაყრდნობით ყველაზე ზუსტ პასუხს მოამზადებს.
AI სისტემის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად სწრაფად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გასცეს ამომწურავი პასუხი.
სხვა AI სისტემებისგან განსხვავებით, K-AI-A მომხმარებლისთვის მხოლოდ წესებისა და პირობების ციტირებით არ შემოიფარგლება. პირიქით, მას შეუძლია რეალურ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მომხმარებლის პრობლემების ღრმა ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება.
ამასთან, რთული და სპეციფიკური მოთხოვნების შემთხვევაში, მომხმარებლის შეკითხვის საპასუხო პროცესში პარალელურად ჩვენი გამოცდილი ოპერატორებიც ჩაერთვებიან.
USA2GEORGIA-ს მაღალკვალიფიციური გუნდი განაგრძობს მუშაობას ხელოვნური ინტელექტის შემდგომ დახვეწაზე ჩვენს ტექნოლოგიურ ლაბორატორიაში.
ამ ეტაპზე, K-AI-A-ს საქართველოში ანალოგი არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ინოვაციურ მიდგომასა და ტექნოლოგიურ ლიდერობას.
USA2GEORGIA ნოვატორული AI სისტემის დანერგვით მომხმარებლებს დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება, ამავდროულად მაღალკვალიფიციური მომსახურების სტანდარტს ინარჩუნებს.
დაზოგეთ დრო, სწრაფად მიიღეთ რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია და ისარგებლეთ USA2GEORGIA-ს ინოვაციური შესაძლებლობებით უკვე დღეს!
K-AI-A თქვენს განკარგულებაშია 24/7.
ამასთან გაცნობებთ, რომ სისტემა ტესტირების რეჟიმშია.
P.S. ხელოვნური ინტელექტის სისტემა კომპანია USA2GEORGIA-ს თანამშრომელთა რაოდენობას არ შეამცირებს – პირიქით, მათ დაეხმარება – უფრო ეფექტურად იმუშაონ და კომპლექსურ საკითხებს მეტი ყურადღება დაუთმონ.
K-AI-A და ადამიანური რესურსების კომბინაცია უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ჩვენი მომხმარებლებისთვის!