ყოველწლიურად, 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს USA2GEORGIA-ც უერთდება და, უპირველეს ყოვლისა, ყველა მომხმარებელს მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!
დაარსების დღიდან USA2GEORGIA საუკეთესო საფოსტო სერვისის შეთავაზებაზე იყო ორიენტირებული. ჯერ კიდევ 2008 წელს, ანუ მაშინ, როცა კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მისი მთავარი მისია და მიზანი მკაცრად განისაზღვრა – USA2GEORGIA უნდა ყოფილიყო მუდმივად მომხმარებელზე ფოკუსირებული კომპანია. დღესაც ზუსტად ისე, როგორც 15 წლის წინ, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი აგრძელებს დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ თქვენ ერთერთი საუკეთესო სერვისი მიიღოთ. თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება კი ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებს USA2GEORGIA-ს მიმართ სანდოობა ჰქონდეთ და კომპანიას იცნობდნენ, როგორც საფოსტო ინდუსტრიის მნიშვნელოვან ინოვატორს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ სიახლეების დანერგვას იმისთვის, რომ თქვენთვის – მომხმარებლებისთვის – ამანათების მიღების პროცესი ბევრად უფრო კომფორტული, ხელმისაწვდომი და სახალისო იყოს.
ამ რთულად გასავლელ გზაზე კი, ბუნებრივია, რომ მცირედი შეფერხებები გვხვდება, რომლებსაც ისევდაისევ თქვენი, მომხმარებლების ლოიალობა დაგვაძლევინებს და ბევრი მიმართულებით განვითარების და ჩვენი სერვისების გაუმჯობესებისთვის საჭირო ახალ ენერგიას გვაძლევს. ამიტომ მადლობა თქვენ, მომხმარებლებს!
USA2GEORGIA ამაყია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღეს უერთდება. ამაყია იმიტომ, რომ კომპანია სწორედ თქვენთან 15-წლიანმა თანამშრომლობამ გაზარდა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს პროცესი ცალმხრივი არასდროს ყოფილა და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ჩვენ მუდმივად ვამართლებთ ნდობას, რომელიც თქვენ, მომხმარებლებს USA2GEORGIA-ს დაარსების დღიდან გაქვთ!
კიდევ ერთხელ მადლობა ერთგულებისთვის!