როგორც იცით, კომპანია Amazon-ი გამუდმებით მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარება-გამოყენების მიმართულებით. ამჯერად გიგანტი კომპანია ისეთ AI ინსტრუმენტებს უზრუნველყოფს, რითაც გამყიდველებს (და განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესს) გაყიდვების ზრდაში და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
ახლა კი სწორედ ამ ხუთ AI მოდელს გაგაცნობთ:
- პროექტი Amelia: ეს AI ასისტენტი გამყიდველებს პერსონალიზებულ ბიზნეს მოსაზრებებს სთავაზობს. ასევე, რეკომენდებული ეტაპების შესრულებას თვალყურს ადევნებს და ინვენტარის ოპტიმიზაციას ახდენს. ასე რომ, ონლაინ გაყიდვებისთვის Amelia მთელ რიგ ოპერაციებს ბევრად ამარტივებს!
- პროდუქციის ლისტინგი: გენერაციული AI აჩქარებს პროდუქტთა სიების შექმნას, რაც გამყიდველებს ერთდროულად რამდენიმე ოპტიმიზებული ჩამონათვალის შექმნის საშუალებას აძლევს. ეს პროცესი დროს ზოგავს და პროდუქტის ხილვადობასაც ზრდის.
- A+ კონტენტი: AI ბრენდებს მიმზიდველი კონტენტის შექმნაში ეხმარება და მათ ვებგვერდებზე განსათავსებელი ინფრომაციისთვის პროდუქტის დეტალებს მაქსიმალურად ითვალისწინებს; მათ შორის გამოსახულების აღქმადობას; განთავსების ლოკაციებს და სხვა ნეიროფსიქოლოგიურ დეტალებს. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ბრენდის გაყიდვებს მომხმარებლისთვის შეთავაზებული კონტენტის ხარისხის პირდაპირპროპორციულად ზრდის.
- პერსონალიზებული რეკომენდაციები: ხელოვნური ინტელექტი მორგებულია პროდუქტების შეთავაზებებზე და აღწერილობებს მომხმარებლის შოპინგ ქცევაზე დაყრდნობით ასრულებს, რაც გამყიდველებს ეხმარება, უფრო ეფექტურად მიაღწიონ სწორ აუდიტორიას.
- ვიდეო რეკლამები: Amazon-ის ვიდეო გენერატორი გამყიდველებს საშუალებას აძლევს, შექმნან მაღალი ხარისხის ვიდეო რეკლამები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც მათ საინტერესო კონტენტის სწრაფად და ეკონომიურად შექმნაში ეხმარება.
მსოფლიო გიგანტ კომპანია Amazon-ს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფილია Amazon-ის ვებ სერვისებით, გამყიდველების მუშაობას დადებითად შეცვლის, ხოლო სამომხმარებლო გამოცდილებას მაქსიმალურად კომფორტულს გახდის.