გაცნობებთ, რომ 1 აპრილიდან, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, ამანათის დეკლარირებისას ნაკლები თანხის მითითების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა კი ასე განისაზღვრება: პირველი შემთხვევისას პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების 40%-ით, ხოლო მომდევნო ჯერზე – 100%-ით.
მაგ.: თუ პროდუქცია $20 ღირს, ანუ მცირე ღირებულებისაა და მომხმარებელი $25 ან სულაც $15-ად დაადეკლარირებს, ეს არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს, ხოლო თუ პროდუქცია 300 ლარზე მეტი ღირს, მაგ.: $400 და მომხმარებელი $30-ს მიუთითებს, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი დაჯარიმდება. ანუ საბაჟოსთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არ დაფაროს თანხა, თუ პროდუქცია განბაჟებას ექვემდებარება.
ასევე, დაგვიანებით დეკლარირების შემთხვევაში, ამანათის მიღება დეკლარირებიდან 1 კვირით შეფერხდება, ხოლო დეკლარირების გარეშე, ამანათის მიღება საერთოდ ვერ მოხდება.