როგორც USPS-ის Delaware-ის ოფისიდან გვაცნობეს, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა გარკვეული შეფერხებები ამანათების მიტანასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი გამანაწილებელი საწყობიდან ჩვენს დელავერის საწყობში ამანათები მოაქვთ დაგვიანებით ან მოაქვთ სულაც მეორე დღეს, მაშინ როცა სისტემაში უკვე USPS-ის საწყობშივე უთითებენ სტატუსს “Delivered”.
აღნიშნულის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამანათები მიტანილია ჩვენს საწყობში, რეალურად კი ეს ასე არ არის.
როგორც USPS-დან გვატყობინებენ, პრობლემა უახლოეს მომავალში უნდა აღმოიფხვრას.