გთავაზობთ სიახლეს, რომელიც ჩვენი კომპანიის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს: ჩვენი კომპანია ოფიციალურად იწყებს ამანათებისა და ტვირთების ტრანსპორტირებას საბერძნეთიდან საქართველოს მიმართულებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნას, რეგიონულ ლოგისტიკაზე სტრატეგიულ ხედვასა და კომპანიის საერთაშორისო გაფართოების დინამიკას.
საბერძნეთის საწყობი წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბს, ამანათებისა და ნაკრები ტვირთის გადაზიდვისთვის არამხოლოდ საბერძნეთიდან საქართველოში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც.
USA2GEORGIA-მ გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ევროპის უმსხვილეს ლოგისტიკურ ქსელთან Europe Cargo Logistics (ECL), რომელიც უზრუნველყოფს სრულ ლოგისტიკურ მომსახურებას – FTL/LTL სახმელეთო გადაზიდვებს საბერძნეთიდან და მთელი ევროპიდან საქართველოში!
ჩვენი პლატფორმა უკვე აერთიანებს ტრანსპორტირების სერვისებს მრავალ ქვეყანაში და ამ რუკაზე ახლა – საბერძნეთიც ემატება. ერთ კომპანიაში – ერთი პროფილით, მარტივად და გამჭვირვალედ შეძლებთ ამანათების მართვას სხვადასხვა ქვეყნიდან.
ახალი პროექტის ძირითადი უპირატესობები:
- უახლესი სრულად ავტომატიზებული სისტემა ამანათის/ტვირთის სრული კონტროლისთვის;
- ლოგისტიკური ჰაბის იდეალური ადგილმდებარეობა ევროპის კონტინენტზე (ამანათებისა და ტვირთის სწრაფი მიწოდებისთვის);
- ტარიფის გამოთვლის ფიქსირებული და ინდივიდუალური სისტემა (B2C- / B2B-ტარიფი);
- ნაკრები ტვირთების ტრანსპორტირება საბერძნეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან;
- მომხმარებელთა მხარდაჭერის უწყვეტი სერვისი (24/7).
საფოსტო ინფრასტრუქტურული რეფორმა ევროპის მიმართულებით, ახალ შესაძლებლობას ხსნის ევროპის ლოგისტიკური ჰაბის განვითარებისთვის!