ამას ბევრი გვეკითხება, როგორც ფილიალში მოსვლისას, ასევე ელ-ფოსტით. ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა ამის შესახებ, მაგრამ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გაცნობოთ.
რატომ სჭირდება ამანათს გადაფუთვა?
პასუხი მარტივია. ამერიკაში ტრანსპორტირება, ძირითადად, სახმელეთო გზით ხდება, ე.წ. Ground Shipping-ით. შესაბამისად, ფოსტები იქ მხოლოდ რეალურ წონას ანგარიშობენ. ავიაგადაზიდვისას კი მნიშვნელოვანია მოცულობითი წონა – ანუ ყუთის ზომები. რაც უფრო დიდია ყუთი, მით მეტი გამოდის მისი მოცულობითი წონა.
როგორც წესი, ამერიკაში მაღაზიები პროდუქციას კომპაქტურად არ ფუთავენ და საფოსტო ყუთში დიდი სიცარიელეა – ანუ მოცულობითი წონა. ასეთი ამანათები ზომაში დიდია. შედეგად, კომპანია USA2GEORGIA-ს მომხმარებლების კომფორტისთვის, ამერიკაში შემოსული ამანათების გადაფუთვის (ანუ ზომაში შემცირების) აუცილებლობა გაჩნდა, რაც ჩვენმა კომპანიამ, რამდენიმე თვეა, დაიწყო. ეს მომსახურება უფასოა, იმის მიუხედავად, თუ რა ძალისხმევა და ხარჯებია საჭირო სერვისის უზრუნველყოფისთვის. იხილეთ სტატია
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროცესის მიმდინარეობისას, არის მცირე უზუსტობებიც. მაგალითად, იყო შემთხვევები, როცა ამერიკაში ვერ მოხდა შემცირების სერვისი, თუმცა საქართველოში მიღებისას ჩვენ მოვახდინეთ ამ საკითხის მოგვარება და ადგილზე მოვახდინეთ ამანათის გადაფუთვა მომხმარებლის თანდასწრებით. გთხოვთ, მოგვმართოთ, თუ შენიშნავთ მსგავს ფაქტს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდენთ მასზე რეაგირებას.
შეგახსენებთ გადაფუთვის პირობებს, რომელიც მომსახურების პირობებში არის აღნიშნული:
2. ამანათების ზომაში შემცირების სერვისი
2.1. ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე.
2.2. არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა.
2.3. არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში.
2.4. არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები.
2.5. არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება.
2.6. არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.
2.7. არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება.
2.8. არ ხდება მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება უსაფრთხოების მიზნით.