კომპანია USA2GEORGIA-ს ერთერთი სერვისი – ამანათების ზომაში შემცირება მოცულობით დიდი ამანათების დაპატარავებას გულისხმობს. ეს სერვისი მომხმარებლებისთვის უფასოა.
თუ ამანათში ერთი ან ორი პროდუქციის ყუთია მოთავსებული – მაგალითად ფეხსაცმლის, როგორც წესი, საფოსტო ამანათიდან პროდუქციის ყუთის ამოღება, მასზე ორიგინალი შტრიხკოდის დაწებება ამერიკაშივე ხდება. შემდეგ ამანათი საქართველოში იმგვარად იგზავნება, რომ მისი მოცულობითი წონა მაქსიმალურად შემცირდეს.
თუ ამანათის ყუთი დიდია, ხოლო შიგნით სიცარიელეა, ასეთი ყუთები ზომაში პატარავდება, მისი გადაჭრის ან გადაკეცვის გზით. ცხადია, უსაფრთხოების მიზნით, მსგავსი მანიპულაცია ადვილად მსხვრევად პროდუქციაზე ან ელექტრო ტექნიკაზე არ ვრცელდება.
ამანათზე, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს, მოცულობითი წონა ანგარიშდება, რაც გადაფუთვის სერვისის მიუხედავად, მომხმარებლებისთვის ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რადგან ზოგიერთი პროდუქციის მოცულობითი წონა უფრო მეტია, ვიდრე მისი რეალური (სასწორის) წონა.
მომხმარებლები ხშირად გვეკითხებიან, შეგვიძლია თუ არა პროდუქციის ყუთების გახსნა და ამგვარად მისი შემცირება ამერიკაშივე? სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, რადგან ზოგიერთი პროდუქცია გადაკეცვისას ადვილად ზიანდება, მაგალითად: ტყავის, დუტის, ხავერდის, ზამშის ქურთუკები, ან პიჯაკი, ასევე ტყავის ან ლაკის ფეხსაცმელი და ა.შ.
ჩვენ გირჩევთ, პროდუქციის გამოწერისას, დაუკავშირდეთ მაღაზიას და მისწეროთ, რომ ამანათი ყუთის ნაცვლად საფოსტო პარკში მოათავსონ. ასეთ შემთხვევაში მაღაზია თვითონ განსაზღვრავს, მსგავსი შეფუთვით პროდუქციის ტრანსპორტირება შეიძლება, თუ არა. ამანათის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მისი ტრანსპორტირების ღირებულება რეალური, ანუ სასწორის წონის მიხედვით დაანგარიშდება. ასეთი შეფუთვა ეფექტური, ძირითადად, ტანსაცმლის შემთხვევაშია. ონლაინ მაღაზიები კი თქვენს თხოვნას გაითვალისწინებენ.