აშშ-ის და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტებში პროდუქციის ჩამონათვალის წარდგენა ფასებთან ერთად აუცილებელი გახდა. ამის გამო, სისტემას პროდუქციის დასახელების და ფასის მითითების შესაძლებლობა დაემატა იმისთვის, რომ ყოველ თრექინგ კოდს მითითება ჰქონდეს, რა დევს შიგნით.
თუ ამანათში რამდენიმე ნივთია, ჩამონათვალის დამატება შესაძლებელია ახალი უჯრის შექმნით და დამახსოვრებით. ამ ინფორმაციის შევსება ინგლისურ ენაზე ხდება, რათა ამერიკელებისთვის საჭირო მონაცემები გასაგები იყოს. პროდუქციის დასახელების ზუსტად ჩაწერა აუცილებელი არაა. მაგ.: თუ ამანათში ფეხსაცმელი დევს, უბრალოდ დაწერეთ Shoes, ან თუ ტანსაცმელია, დაწერეთ ზოგადად – Clothing. ანუ ბოლომდე დეტალები საჭირო აღარაა.
ის ამანათები, რომლებსაც ინვოისი მოჰყვება, აშშ-დან საქართველოში ჩვეულებრივ გამოიგზავნება.