ამერიკელ მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის (ACSI) ბოლო მონაცემებით, Amazon-ი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის ღირებულების და მრავალფეროვნების კრიტერიუმებით, ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია მომხმარებელთა რჩეულია.
Amazon-ში აცხადებენ, რომ დაარსებიდან დღემდე კომპანიის საცალო ვაჭრობის სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტზეა ორიენტირებული, ესენია: პროდუქციის ღირებულება, ფასი და მათი შეძენის კომფორტულობა. ამას გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს.
ACSI მომხმარებელთა კმაყოფილების ობიექტური საზომია, რომელშიც ამა თუ იმ კომპანიის რეიტინგი სამომხმარებლო გამოცდილების მიხედვით დგება.
ACSI-ის გამოკითხვაში Amazon-ი პირველ პოზიციაზე შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: მომხმარებელთა ლოიალობა, მომსახურების ხარისხი, მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილება და ასევე ის ფაქტორი, თუ რამდენად ხშირად უწევენ მომხმარებლები Amazon-ს რეკომენდაციას.
“დღეს, როცა გლობალურად მომხმარებელს უამრავი არჩევანი აქვს, მათი ACSI-ის ანგარიშში მოწინავედ პოზიციონირება ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა. რაც მთავარია, ჩვენ თითოეული მომხმარებლის მიმართ მადლობელი ვართ, რადგან ისინი ირჩევენ Amazon-ს. მადლობა Amazon-ის არჩევის და ნდობისთვის!” – აცხადებენ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში და დასძენენ, რომ Amazon-ის მზადაა, ყოველდღე იმუშაოს იმისთვის, რომ მომხმარებლებს საუკეთესო სავაჭრო გამოცდილება, არჩევანი და ფასები ჰქონდეს.
ვინ დგას ასეთი წარმატების მიღმა?!
რა თქმა უნდა, Amazon-ის გუნდი, თანამშრომლები, რომლებიც მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებულები არიან და იდეებს არ იშურებენ იმისთვის, რომ დღევანდელ კონკურენტულ გარემოში ტექნოლოგიურმა გიგანტმა განვითარება და წინსვლა არ შეწყვიტოს. ცხადია, მუდმივი პროგრესის გზაზე მნიშვნელოვანი როლი სავაჭრო პარტნიორებსაც უკავიათ, მათ რიგებში კი არაერთი მცირე ბიზნესია, რომლებიც პროდუქციის არჩევანს ყოველდღიურად ამრავალფეროვნებს.