ვირტუალური რეალობის, იგივე VR სათვალის და ყურსასმენების გამოყენებით, სუფოკლის უნივერსიტეტის სტუდენტები ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ. ეს ტრანსატლანტიკური კვლევითი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანსაც სტუდენტებისთვის ე.წ. Soft უნარების დაუფლება და გაუმჯობესება წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, VR სათვალეებით სტუდენტები ისეთი მნიშვნელოვანი უნარების დახვეწას შეძლებენ, როგორებიცაა საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა და სამსახურის გასაუბრებებში ვარჯიში. გარდა ვირტუალური სათვალეებისა, პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს დამატებით 2 VR ყურსასმენიც გადაეცემა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ყურსასმენები ნაკლებად თავდაჯერებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რომ პრეზენტაციების წარმართვაში ივარჯიშონ ან მომავალი სამსახურების გასაუბრება ვირტუალურ რეალობაში გაიარონ და ყველა კრიტიკული შეკითხვისთვის მოემზადონ.
პროექტი 6-თვიანია, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტები თამამად შეძლებენ მუშაობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური; ჯანდაცვა; მენეჯმენტი; ლიდერთა სკოლები და სხვა.
ტრანსატლანტიკურ კვლევით პროექტს სულ მალე დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის 25 ბიზნეს სკოლაც შეუერთდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ვირტუალურ რეალობაში სტუდენტების გადამზადების მნიშვნელობას.