ალბათ, აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ლოქერი არ შეუნიშნავს. შეგახსენებთ, რომ საფოსტო ინდუსტრიაში ეს რევოლუციური ნაბიჯიც, ამანათების თვითმომსახურების ტერმინალთან ერთად, კვლავ USA2GEORGIA-ს უკავშირდება – სწორედ ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი მაღალტექნოლოგიური ინოვაცია საქართველოში პირველად 2019 წელს გამოჩნდა და ის ამერიკული გიგანტის – Amazon Locker-ის ანალოგია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ლოქერი USA2GEORGIA-ს მიერ საქართველოშია შექმნილი.
დღესდღეობით ლოქერების მთლიანი რიცხვი 40-ს აღწევს! აქვე გაცნობებთ, რომ ლოქერების ქსელი მუდმივად ფართოვდება. LOCKER-ები სტრატეგიულადაა განთავსებული თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რაც მომხმარებლისთვის ამანათების მარტივად მიღებას უზრუნველყოფს.
დიახ, LOCKER.GE შექმნილია თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის! მისი მთავარი უპირატესობა ხელმისაწვდომობაა. ის 24/7-ზე მუშაობს, რაც მომხმარებელს აძლევს მოქნილობას, რომ ამანათები მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ.
ასევე, საგულისხმოა მისი გამოყენების სიმარტივეც: თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ უახლოესი ლოქერი, რაც მგზავრობის დროს შეამცირებს და უამრავ დისკომფორტს აგარიდებთ თავიდან.
ლოქერების მისამართების სრულ ჩამონათვალს კი ამ ბმულზე იხილავთ.