მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC ავრცელებს ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის ახალი უნარის შესახებ. გამოცემის ცნობით, მეცნიერები მუშაობენ ახალ სქემაზე, რომელიც AI-ს პიკის საათის დროს ტრანსპორტის მოძრაობის გასაანალიზებლად გამოიყენებენ.
წინასწარი ინფორმაციით, სპეციალურ ტექნოლოგიას გამოიყენებენ დილის და საღამოს პიკის საათებში შეგროვებული მონაცემების გასაანალიზებლად დიდ ქალაქებში და მთავარ მაგისტრალებზე. მონაცემების შეგროვების შემდეგ, კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფა შუქნიშნების თანმიმდევრობას შეცვლის, რათა საავტომობილო მოძრაობა გაანეიტრალოს. შედეგად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელს შეუწყობს საცობების შემცირებას და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
AI-ის ახალი სქემა გასული წლის ზაფხულში დაანონსდა და ის პირველად დეკემბერში გამოიყენეს. ამ ეტაპზე ის დიდი ბრიტანეთის მთავარ მაგისტრალებზე იტესტება. საცდელი პერიოდი კი 2025 წლამდე გასტანს.