“ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილების გამანადგურებელი არ იქნება, რადგან დასაქმებულები ახალ ტექნოლოგიებთან მუშაობას ისწავლიან,” – ამის შესახებ BBC ინგლისის ბანკის მმართველის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბანკის მმართველის ენდრიუ ბეილის განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტს “უდიდესი პოტენციალი აქვს”. ბეილის თქმითვე, ბიზნესი ელოდება, რომ სულ მალე პროდუქტიულობის სარგებელიც გამოჩნდება. აქვე გაცნობებთ, რომ ინგილისის ბანკი ერთერთია არაერთ უდიდეს ორგანიზაციას შორის, რომელმაც გასულ წელს AI-ში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.
“ჩვენ AI-სთან მუშაობას ვსწავლობთ, ეკონომიკა და სამუშაო ადგილები სწორედ AI-ზე ადაპტირდება და მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების მქონე ადამიანები უკეთეს შედეგებს მიიღებენ. ახლა უკვე დროა, ფოკუსირება მოხდეს AI-ს დადებით მხარეებზე და მხოლოდ რისკებზე – აღარ. ასე რომ, მე ოპტიმისტი ვარ,” – განაცხადა ენდრიუ ბეილიმ BBC-სთან.
ორგანიზაციებმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით დაინტერესდნენ, განაცხადეს, რომ გაწეული ინვესტიცია “დასაქმებას და შრომით ხარჯებსაც მოიცავდა”, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებში დასაქმებულებს სამუშაო ადგილების დაკარგვა არ ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა 2023 წლის ნოემბერში მსოფლიოში პირველ AI უსაფრთხოების სამიტს უმასპინძლა, სადაც ხელოვნური ინტელექტის რისკების მართვის შესახებ გლობალური შეთანხმება (დეკლარაცია) გაფორმდა. მანამდე კი საზოგადოებაში არსებობდა შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროში დასაქმებულების ჩანაცვლებას მოახდენდა და რისკის შემცველი იქნებოდა.