მეცნიერებმა შეიმუშავეს AI ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს კიბოს დიაგნოსტირებას და მკურნალობას. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, Warwick-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელიც სამედიცინო პროფესიონალებს დაეხმარება კიბოს შეფასებაში უჯრედების დაყოფის გაანალიზებით.
”AI-ს აქვს უზარმაზარი პოტენციალი კიბოთი დაავადებულებზე უკეთ ზრუნვისთვის. MitPro გვეხმარება სიმსივნური უჯრედების დაყოფის მიმდინარე შეფასებითი სისტემების გაუმჯობესებაში,” – განაცხადა Warwick-ის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის მთავარმა ოფიცერმა საიმონ გრეჰემმა.
ისეთი უჯრედების რაოდენობის დათვლა, რომლებსაც გაყოფა უტარდებათ, კიბოს აგრესიულობის, ანუ ხარისხის ძირითადი მაჩვენებელია. სწორედ ეს ინფორმაცია გამოიყენება მოგვიანებით მკურნალობის მეთოდების გადასაწყვეტად. უჯრედების გაყოფის დათვლის ტრადიციულ მეთოდთან დაკავშირებით, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ის „დიდ დროს მოითხოვს და ნაკლებად სანდოა“.
პრობლემის გადასაჭრელად, მეცნიერთა გუნდმა შეიმუშავა MitPro, რომელიც იყენებს AI-ს, რათა დათვალოს და დააფიქსიროს, თუ როგორ იყოფა კიბოს უჯრედები სიმსივნის ნიმუშში. ინსტრუმენტი შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს კიბოს მქონე პაციენტზე ზრუნვის ამჟამინდელი სტანდარტი და დაავადების კლასიფიკაცია დროულად განისაზღვროს.