გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებისა და ჩვენი სამომავლო ტარიფების შესახებ.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ბოლო მონაცემებით, გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე, საავიაციო საწვავის ღირებულება 58.4%-ით გაიზარდა. 
აღნიშნულმა ფაქტორმა პირდაპირი გავლენა იქონია საჰაერო გადაზიდვების საოპერაციო ხარჯებზე მთელ მსოფლიოში.
(გთხოვთ, დეტალური მონაცემები იხილეთ IATA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე):
https://www.iata.org/en/publications/economics/fuel-monitor/

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება მომსახურების ხარისხის სტაბილურობა და მომხმარებლისთვის საიმედო სერვისის უწყვეტად შეთავაზება. 
გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიის შიდა რესურსების მობილიზებით – 2026 წლის 20 მარტამდე ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე შევინარჩუნოთ მოქმედი ტარიფი – $9/კგ. 

2026 წლის 20 მარტიდან, ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე კი ამოქმედდება განახლებული ტარიფი:
• ტრანსპორტირების ღირებულება: $9.95/კგ.
• წონის დაანგარიშება: კვლავ განხორციელდება რეალურ და მოცულობით წონებს შორის მეტობის პრინციპით.

*ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი ნდობა და გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს ნდობა გვაკისრებს. ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად საიმედო, სწრაფი და ხარისხიანი სერვისი მოგაწოდოთ, მიუხედავად გლობალური ბაზრის გამოწვევებისა.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გაგებისთვის!

პატივისცემით,
USA2GEORGIA-ს გუნდი