ვარკეთილში, „ჰუალინგ პლაზაში“, ახალი ლოქერი გაიხსნა
სწრაფი. მარტივი. შენს გზაზე.
ჩვენი ლოქერების ქსელი კიდევ უფრო ფართოვდება. ვარკეთილში მცხოვრებ USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს ამანათების წამებში გასატანად ახალი სივრცე დაემატათ — თანამედროვე ლოქერი „ჰუალინგ პლაზაში“.
📍 „ჰუალინგ პლაზა“, ჯ. ლეჟავას ქ. 22 – ლოქერი სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაზე დაგხვდებათ.

ამჟამად ვარკეთილში უკვე ორი ლოქერი გემსახურებათ: „ჰუალინგ პლაზასა“ და „ფრესკოში“ (კალოუბნის ქ. 9). აირჩიეთ ის მისამართი, რომელიც თქვენს ყოველდღიურ მარშრუტს უკეთ ერგება, შეიარეთ გზად და გაიტანეთ ამანათი რიგის გარეშე.
როგორ ავირჩიო ლოქერი?
მისამართის არჩევა უმარტივესია: სანამ ამანათი გზაშია, პირად კაბინეტში მიუთითეთ ჰუალინგის ლოქერი, ჩამოსვლის შემდეგ კი უჯრას SMS-ით ან აპლიკაციით მიღებული კოდით გახსნით. ყველა მოქმედი ლოქერის ნახვა ჩვენი აპლიკაციის რუკაზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ლოქერის საშუალებით ამანათის მიღება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე — თქვენთან უფრო ახლოს შეგიძლიათ.