ბათუმს, რომელიც საქართველოს ერთერთი მთავარი ურბანული ცენტრია და მრავალფეროვანი კომერციული დაწესებულებებითაა განთქმული, ახლა TURKEY2GEORGIA-სთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ეხსნება – კომპანია USA2GEORGIA ამაყია, რომ ახალი ბრენდის ფილიალი სწორედ აჭარის ამ უმშვენიერეს ცენტრში, ბიზნეს ჰაბში გაიხსნა!
ჩვენს მომხმარებლებს – როგორც კერძო პირებს, ასევე ორგანიზაციებს ამანათების მიღება უკვე ბათუმის ფილიალიდან ბევრად კომფორტულად და მოხერხებულად შეუძლიათ. ბათუმშიც, ისევე როგორც USA2GEORGIA-ს სხვა ფილიალებში, ამანათების დისტანციური განბაჟების გამარტივებულ პროცედურებთან ერთად, თვითმომსახურების ტერმინალებით სარგებლობაც შესაძლებელია!
გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ბათუმში “ვისოლის” (ტბელ აბუსერიძის ქ. #24) და “სოკარის” (შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #9) ბენზინგასამართ სადგურებზე USA2GEORGIA-ს ლოქერები მდებარეობს, საიდანაც ამანათების მიღება კიდევ უფრო ხელსაყრელად – დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.
თუმცა, ეს ყველაფერი როდია! შეგახსენებთ, რომ TURKEY2GEORGIA 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს ექსკლუზიურ ფასდაკლებას სთავაზობს: თურქეთიდან 1 კგ ამანათის ტრანსპორტირება მხოლოდ $2 ღირს! გარდა ამისა, ბიზნესებს, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში 50კგ-ზე მეტი წონის კორპორატიული ტვირთის ჩამოტანით არიან დაინტერესებულები, კიდევ უფრო დაბალ ტარიფს – 1 კგ-ზე მხოლოდ $1-ს ვთავაზობთ!
ასე რომ, ისარგებლეთ ამ შეუდარებელი შესაძლებლობებით, იშოპინგეთ თურქეთში და დაზოგეთ თანხა!