ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია Amazon-ი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე რობოტებს აძლიერებს. ამის შესახებ კომპანია საკუთარ საინფორმაციო გვერდზე იუწყება. რობოტების გასაუმჯობესებლად, Amazon-მა ტექნოლოგიის ამ სპეციფიური დარგის საუკეთესო ექსპერტთა ჯგუფი – სახელად Covariant – დაიქირავა და რობოტული მოდელების ლიცენზირებაც შეძლო.
როგორც იცით, გიგანტი კომპანია AI-ზე მომუშავე რობოტებს საწყობების ავტომატურად სამართავად იყენებს: Amazon-ის საწყობებში რობოტების საქმიანობა ინვენტარის გადაადგილებით, პროდუქციის დახარისხებით, ამანათების უსაფრთხოების და ეფექტური ლოგისტიკური განლაგების უზრუნველყოფით განისაზღვრება.
კომპანიაში იუწყებიან, რომ Covariant-თან ახალი პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს Amazon-ის რობოტების შესაძლებლობებს, რაც მეტი ადაპტაციის საშუალებას მისცემს და უსაფრთხო ოპერაციებს შეასრულებინებს. Amazon-ში ამბობენ იმასაც, რომ კომპანია AI-ისა და რობოტიკის გუნდის გაზრდასაც გეგმავს, რაც უამრავი ინოვაციური პროექტის საწყისი იქნება.
“Covariant-ის გუნდის ნაწილი Amazon-ს სხვადასხვა ტექნოლოგიური ინტეგრირებისთვის შეუერთდება, ძირითადად, AI რობოტების მომდევნო თაობის მართვისა და მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,” – აცხადებენ Amazon-ში.