მეგობრებო მოგეხსენებათ, ამერიკაში Amazon Prime – ის მოულოდნელად გამოცხადებული ფასდაკლებების დღეებისას, 11-12 ოქტომბერს, ადგილობრივ საფოსტო კომპანიებს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ამანათების გადაზიდვა/დახარისხება მოუწიათ. 

მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთვების ფონზე აშშ-ში ყველა საფოსტო კომპანია საგანგებო რეჟიმით მუშაობს, ჩვენ საწყობამდე ამანათების დროული მოწოდება ვერ ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში კი, რამდენიმე დღის დაგვიანებით – დღის მეორე ნახევარში იგზავნება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი მყისიერად გადაეწყო 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე, რათა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევძლოთ ამანათების დახარისხება და საქართველოში დროულად გამოგზავნა. მოსალოდნელია – რამდენიმე დღიანი შეფერხებები თვის ბოლომდე გაგრძელდეს.

იმედს ვიტოვებთ, ერთობლივი ძალისხმევით, მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და მოლოდინის რეჟიმი მნიშვნელოვნად შემცირდება.

მადლობა ერთგულებისთვის,
USA2GEORGIA