Author: admin
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ თურქეთში – ცნობილ ონლაინ მაღაზიებში (Trendyol, Hepsiburada და ა.შ.) 7-12 ნოემბრის ფასდაკლებების შემდეგ, მკვეთრად იმატა ამანათების რაოდენობამ, რის გამოც, 11-12 ნოემბერს, TURKEY2GEORGIA გახანგრძლივებული გრაფიკით მუშაობს და საქართველოში დამატებით ორი რეისი გამოიგზავნება – T0100200 და T0100201. აქვე გაცნობებთ, რომ დღეიდან USA2GEORGIA-ს ქსელს კიდევ ხუთი ახალი 24 საათიანი ლოქერის ლოკაცია დაემატა. ამანათების მიღება უკვე USA2GEORGIA-ს 51 ლოკაციაზეა შესაძლებელი! ფილიალები და ლოქერებიhttps://www.usa2georgia.com/brancheshttps://www.locker.ge
ის, რასაც დიდიხანია, ელოდით – USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალი ქუთაისში გაიხსნა! კომპანიამ ახალი ფილიალი იმერეთის ამ უმშვენიერეს ქალაქში 30 ოქტომბრიდან გახსნა. USA2GEORGIA-ს ქუთაისის ფილიალის მისამართია – დავით აღმაშენებლის გამზ. #12. გეტყვით იმასაც, რომ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გავლენა კომპანიის ურიცხვი მომხმარებლის თხოვნამ მოახდინა. ქუთაისში მორიგი ფილიალის გახსნით, USA2GEORGIA მომსახურების არეალის და ინოვაციების გაფართოების ერთგული რჩება! ქუთაისში, დავით აღმაშენებლის #12-ში მომხმარებელს ტრადიციულად – კომფორტული გარემო დახვდება, სადაც USA2GEORGIA-ს სხვა ფილიალების მსგავსად, ამანათების დისტანციური განბაჟების გამარტივებულ პროცედურებთან ერთად, თვითმომსახურების ტერმინალებით სარგებლობაც შესაძლებელია. სწორედ USA2GEORGIA-ს მიერ დანერგილი ამ ინოვაციური ტექნოლოგიების დამსახურებაა, რომ მომხმარებლები ამანათებს სწრაფად, მარტივად და კომფორტულად ახლა უკვე ქუთაისშიც მიიღებენ! ასე რომ, USA2GEORGIA…
დღეიდან, 24 ოქტომბრიდან, ამანათებს თურქეთშიც, ისევე როგორც ამერიკაში, ხელოვნური ინტელექტი – AI დაასკანერებს. მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის ავტომატიზებული სისტემა სრული დატვირთვით უკვე თურქეთშიც ამუშავდა. რას ნიშნავს ეს? გემახსოვრებათ ჩვენი სტატია – სამგანზომილებიანი კამერების და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ. სწორედ ანალოგიური სისტემა დაინერგა თურქეთში, რათა ამანათების პროგრამული მიღება და ასახვა მყისიერად მოხდეს, ხოლო ამანათის კონვეიერული ფოტო კი USA2GEORGIA-ს თქვენს ექაუნთში გამოჩნდეს. თურქეთიდან ამანათების გამოწერა დღითიდღე პოპულარული ხდება. TURKEY2GEORGIA-ს სააქციო ტარიფი კი წლის ბოლომდე გრძელდება, 50კგ-მდე ტვირთი მხოლოდ წონით – $2/კგ, ხოლო 50კგ-ზე მეტი წონის ამანათები – $1 (მოცულობითი წონის გათვალისწინებით). წარმატებულ და ხალისიან ონლაინ შოპინგს გისურვებთ!
ძველი პაროლების Google-ში დამახსოვრების ეპოქა შესაძლოა, დასრულდეს – ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია მომხმარებლებს ე.წ. “სკამერებისგან” დაცვის მიზნით, ანგარიშების ან მოწყობილობების განსაბლოკად თითის ანაბეჭდის ან/და სახის ამომცნობის დაყენებას ან პინის ნომრით ჩანაცვლებას სთავაზობს. ამის შესახებ CNN წერს. Google-ში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ანაგრიშში შესასვლელად მომხმარებლებს პაროლების დამახსოვრება აღარ დასჭირდებათ, რადგან შერჩეული ალტერნატივა გამოსაყენებლად უფრო სწრაფიცაა და, რაც მთავარია, მეტად უსაფრთხოც. ტექნოლოგიურმა გიგანტმა სიახლის დანერგვა ჯერ კიდევ მაისში დააანონსა, ახლა კი მომხმარებელს ამ სისტემის გამოყენება უკვე შეუძლია. თუმცა მათ, ვინც ამ სიახლისთვის ჯერ მზად არაა, კვლავ შეეძლებათ Google-ის ანგარიშებში ტრადიციული პაროლები გამოიყენონ, ე.წ. Passkeys-ის გააქტიურებისგან თავის შეკავება კი შესაბამისი ოფციითაა შესაძლებელი – Skip password…