სიხარულით გაცნობებთ, რომ ლოქერით სარგებლობა უკვე რუსთავსა და თელავშიც შეგიძლიათ! რუსთავში ახალი ლოქერი ჟ. შარტავას 4-ში, ხოლო თელავში – დავით აღმაშენებლის 60ა-ში მდებარეობს.
ორივე ლოქერიდან ამანათების გატანა კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ! შეგახსენებთ, რომ ლოქერით სარგებლობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო თქვენი ამანათები ლოქერებში 4 დღით განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ლოქერები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში და მალე ქსელი მთელ საქართველოს დაფარავს.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!