ბალანსის შევსება უკვე ნებისმიერი ქართული ბანკის VISA ან MASTER CARD -ის მეშვეობითაც შეგიძლიათ. მომსახურებას “ქართუ ბანკი” ახორციელებს და ტრანზაქციის საკომისიო 2.5%-ს შეადგენს.
თქვენ შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკში სიარული და ქვითრების წარდგენა აღარ მოგიწევთ.
ბალანსის შესავსებად, ამანათების მართვის პანელიდან, დააჭირეთ ბმულს “ბალანსის შევსება”, შემდეგ შეიტანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ. გაიხსნება “ქართუ ბანკის” გვერდი, სადაც პლასტიკური ბარათის ნომერი და დამცავი 3-ციფრიანი CVV2 კოდი უნდა ჩაწეროთ, რომელიც ბარათის უკანა მხარეს წერია.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, 2-3 წუთის განმავლობაში, თქვენს ბალანსზე თანხა აისახება.
ახლო მომავალში სისტემას გადახდის კიდევ რამდენიმე მეთოდი დაემატება.