ჩინეთიდან გადაზიდვის მეთოდის (სახმელეთო/საჰაერო) არჩევა, თრექინგ-კოდის დამატებისას აღარ იქნება სავალდებულო.
საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის მისამართები გაიმიჯნა, შესაბამისად, ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირებისთვის შერჩეული მისამართი უკვე ნიშნავს გადაზიდვის სახეობის (საჰაეროს თუ სახმელეთოს) არჩევას.
*დამატებით იხილეთ – ჩინეთის მისამართების განყოფილება თქვენს ექაუნთში.
**გადაზიდვის სახეობის ძველი მეთოდით არჩევა, ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით. წესის უგულებელყოფის შემთხვევაში, 2025 წლის 1 აპრილიდან, ჩინეთის საწყობში ძველ მისამართზე მიღებული ამანათები/ტვირთები გამოიგზავნება – საჰაერო გზით.