რამდენიმე დღის წინ, USA2GEORGIA-ს მომხმარებლებმა ელ-ფოსტაზე და სატელეფონო შეტყობინებებით მორიგი სიახლის შესახებ შეიტყვეს: კერძოდ ის ფაქტი, რომ ჩინეთში მიღებულ ამანათებზე ინვოისის/შესყიდვის ორდერის ატვირთვა სავალდებულოა და ამ პირობას ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტი აწესებს. ამჯერად, გაგაცნობთ, რატომ არის აღნიშნული პირობა აუცილებლად შესასრულებელი და ასევე, პროცედურის სიმარტივისთვის ვიდეოტუტორიალსაც გაგიზიარებთ.
პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესი თანაბრად მოქმედებს როგორც განსაბაჟებელ, ასევე განუბაჟებელ ამანათებზე.
როგორც იცით, ამ დრომდე USA2GEORGIA-ს ადმინისტრაცია მომხმარებელს ამანათის ინვოისის/შესყიდვის ორდერის ატვირთვას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვდა, თუ პროდუქცია, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, განბაჟებას ექვემდებარებოდა. ამჯერად, USA2GEORGIA-ს ექაუნთში, ამანათების მართვის პანელში, ჩინეთში მიღებული ამანათების გასწვრივ ინვოისის/შესყიდვის ორდერის ატვირთვა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქცია 300 ლარზე ნაკლები ღირს და იმ შემთხვევაშიც, თუ – 300 ლარზე მეტი.
ძირითადი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული პირობის შესრულება სავალდებულოა, ისაა, რომ ჩინეთიდან საჰაერო გზით ტრანსპორტირებისთვის აკრძალული პროდუქციის ნუსხა საკმაოდ გრძელია (სრულ სიას USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდზე, ხშირად დასმული კითხვების კატეგორიაში გაეცნობით). შესაბამისად, პრობლემების და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი პირობაა, რომ თითოეულ ამანათს თან ერთვოდეს ინვოისი/შესყიდვის ორდერი, სადაც პროდუქციის ღირებულებასთან ერთად, მისი დასახელებაც იქნება მითითებული.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ და სად უნდა ატვირთოთ ამანათის ინვოისი/შესყიდვის ორდერი, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ თქვენთვის საქმე კიდევ უფრო მეტად გაგვემარტივებინა და ვიდეო ინსტრუქცია მოვამზადეთ.
იმედი გვაქვს, თავს ყველაფერს მშვენივრად გაართმევთ!