მორიგი სიახლე უნდა გაგაცნოთ – ეს USA2GEORGIA-ს ჩატბოტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაჭკვიანდა! ბოტის მუდმივი განვითარების მიზანი ხომ მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა.
ახლა კი ცოტა შორიდან დავიწყოთ – მას შემდეგ, რაც ამანათების თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების ახალი ბრენდი TURKEY2GEORGIA ამოქმედდა, თურქულ ონლაინ მაღაზიებში შოპინგით უამრავი მომხმარებელი დაინტერესდა და დარეგისტრირდა. ზოგიერთი ვებ-გვერდი რეგისტაციის სხვადასხვა ეტაპზე მომხმარებელს ვერიფიკაციისთვის SMS კოდს უგზავნის, ამ კოდის მიღება კი USA2GEORGIA-ს თქვენს ექაუნთში არსებულ ჭკვიან ჩატბოტთან ერთად, ახლა უკვე Facebook-ის Messenger-შიც შეგიძლიათ!
Messenger ბოტი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი იქნება და მისი საშუალებით 24/7-ზე შეძლებთ თურქული SMS კოდების მიღებას! სულ მალე კი ბოტი კიდევ უფრო მეტად დაჭკვიანდება!
ასე რომ, სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!