თუ არა შენ? – აბა ვინ?!
თუ არა ახლა? – აბა როდის?!
თქვენთვის ბევრი მოსაყოლი დაგვიგროვდა.
“ჩვენი გუნდი წარმოუდგენლად ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა თავი დაფასებულად იგრძნოს და მომსახურების ისეთი მაღალი ხარისხი მიიღოს, რაზეც ბევრს ილაპარაკებთ, თანაც დაუღალავად!”
- ბევრჯერ გსმენიათ მსგავსი ტრაფარეტული ტექსტი?
– ჩვენც!
ჩვენც ხომ სხვადასხვა მომსახურების თქვენნაირი მომხმარებლები ვართ, კარგად გვესმის თქვენი განწყობა,
სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია #თანსაქმე კი არა, #მხოლოდსაქმე !
მართალია, „ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქარი, მაგრამ შეგვიძლია, რომ მოვმართოთ აფრა“, სწორედ ამ მოტივით, გადავწყვიტეთ, კომპანიის საქმიანობის „რადიუსიდან“ გამომდინარე, რამდენიმე სოციალური პროექტი დაგვეგეგმა, რომელიც გარკვეულ სოციალურ საკითხს უკეთესობისკენ შეცვლიდა და ერთერთი და, ვიტყოდით ყველაზე მნიშვნელოვანი, საქმე განვახორციელეთ კიდეც!
დიდი სურვილი გვქონდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენთან – დამოუკიდებლად, მათთვის სრულად ადაპტირებულ ინკლუზიურ გარემოში შეძლებოდათ მოსვლა.
ვაჟა-ფშაველას გამზირზე N96 სულ რამდენიმე დღეში სრული კომფორტით შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით!
„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ შეზღუდული გარემო“!
დღეს, 21 მარტია.
დღე, როცა მსოფლიო მასშტაბით დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება – #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს
ჩვენი გუნდი მხარს უჭერს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში და ვუერთდებით კამპანია #წინდამინდა -ს.
ჩვენ მზე გვათბობს, ჩვენ კი ერთმანეთს!