გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამერიკის ფოსტებთან დაკავშირებით:
ბოლო დროს, საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ამერიკის სხვადასხვა საფოსტო კომპანია, წინასწარ, მათ გამანაწილებელ პუნქტებში ამანათის დახარისხებისას, ამანათის თრექინგ კოდს ანიჭებს “მიტანილია” – (DELIVERED) სტატუსს, ხოლო რეალურად ამანათები ჩვენს საწყობში რამდენიმე დღის დაგვიანებით მოაქვთ. ასეთი შემთხვევები ყოველდღიურად ათეულ ამანათზე ფიქსირდება! მსგავსი პრობლემა ამერიკის რიგ შტატებში ჩვეული მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერია.
ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში, კერძოდ დელავერის შტატში, სხვადასხვა ქვეყნის საექსპედიტორო კომპანიების სიმრავლემ, ადგილობრივი საფოსტო კომპანიების გადატვირთვა განაპირობა, რის გამოც ისინი შეფერხებით მუშაობენ.
ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ამანათები ჩვენს სასაწყობე ტერიტორიაზე შემოდის, მათ დახარისხებას და პროგრამულ იდენტიფიკაციას რამდენიმე წუთი ან საათი სჭირდება. როგორც წესი, დღის ბოლოს, დაუხარისხებელი ამანათი ჩვენს საწყობში არ რჩება!
აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენი ავტომატური კონვეიერული სისტემები მეოთხედი დატვირთვით მუშაობს. ჩვენი კომპანიის მხრიდან შეფერხება პრაქტიკულად გამორიცხულია. იხილეთ საწყობის მუშაობის ვიდეო.
როგორ მოვიქცეთ, თუ ამანათის მიღებისას მოხდება შეფერხება?
გთხოვთ, პირველ რიგში, დარწმუნდეთ, რომ თრექინგ კოდი დამატებული გაქვთ მისაღები ამანათების განყოფილებაში USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდზე. თუ სისტემაში განახლება 48 საათის განმავლობაში კვლავ არ მოხდა, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე [email protected], რათა ამანათის მოძიების პროცესში მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი ჩაერთოს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამომგზავნ კომპანიასთან ოფიციალური დასტურის გაგზავნა.
გმადლობთ!