მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ მრავალი ადამიანის ოცნება ახდა და საბაჟო პროცედურები გამარტივდა. განსაბაჟებელი ამანათების გატანა ამიერიდან ჩვენი ოფისიდან მოხდება, ყოველგვარი დაბრკოლების და საბაჟო პროცედურების გარეშე. საბაჟო გადასახადების გადახდა კი ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეგეძლებათ.
კომპანია USA2GEORGIA მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელსაც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილი მიუძღვის.
იმედი გვაქვს, საბაჟო პროცედურების გამარტივებით, მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგი უფრო სახალისო გახდება.
გისურვებთ წარმატებებს!