როგორც ჩანს, უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა Lockerz.com-ზე, სადაც საჩუქრების მიღება, პრაქტიკულად, უფასოდ შეიძლება. ყველაზე მარტივი მაისურის მიღებაა, რომელსაც lockerz-ი დარეგისტრირებულ მომხმარებელს მალევე გადასცემს. შემდეგ მომხმარებლები ამანათებს ამერიკაში, ჩვენს მისამართზე გზავნიან, თბილისში ჩამოსვლისას კი თანხას არ იხდიან და ნივთები არ გააქვთ, რაც კომპანიისთვის პირდაპირი ზარალია.
სამწუხაროდ, 18 იანვრიდან, Lockerz.com-დან მიღებული მცირე ზომის ამანათები, რომელშიც მაისურია, თბილისში არ გამოიგზავნება და უკან, მაღაზიაში დაბრუნდება. Lockerz-ის სხვა ამანათებს შეზღუდვა არ ეხება.