ლოქერით სარგებლობა უკვე ზუგდიდსა და გორშიც შესაძლებელია. ზუგდიდში ახალი ლოქერი რუსთაველის ქ. #328-ში მდებარეობს, ხოლო გორში – ცხინვალის გზატკეცილი #8-ში.
ორივე ლოქერიდან ამანათების გატანა კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ! შეგახსენებთ, რომ ლოქერით სარგებლობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო თქვენი ამანათები ლოქერებში 4 დღით განთავსდება.
ლოქერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში და ახლა უკვე ზუგდიდსა და გორში ფუნქციონირებს. სულ მალე კი ქსელი მთელ საქართველოს დაფარავს!