2 დეკემბრიდან თიბისი ბანკში შესაძლებელია ბალანსზე თანხის შეტანა – როგორც კომუნალური გადასახადი. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ბალანსი ნემისმიერ დროს შეავსონ. თანხა ბალანსზე მომენტალურად აისახება, რაც ამანათის გაცემისას დაგვიანებას თავისთავად გამორიცხავს.
იმისთვის, რომ თანხა ბალანსზე შეიტანოთ, საჭიროა თქვენი ოთახის U ნომრის მითითება (ბანკში მას აბონენტის ნომერსაც ეძახიან), შემდეგ ბანკის ოპერატორთან მოითხოვთ კომუნალური გადასახადის გადახდას “აშშ2საქართველო”-ზე. თუ იმ მომენტისთვის რაიმე ინვოისი გადასახდელი გექნებათ, ოპერატორი თანხის ოდენობას თავად გაცნობთ. შეტანილი თანხა თქვენს ბალანსზე ავტომატურად აისახება და ინვოისის გადახდა მოხდება. ასევე, შეგიძლიათ ბალანსი თქვენთვის სასურველი კონკრეტული ოდენობის თანხით წინასწარაც შეავსოთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბანკის მომსახურების საკომისიო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას 50 თეთრია, ხოლო ოპერატორთან ბანკში გადახდისას – 90 თეთრი. ამჟამად საკომისიოს დაწევის შესახებ, ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაზეც ინფორმაციას დამატებით გავავრცელებთ.
ახლო მომავალში გადახდის საშუალებებთან დაკავშირებით სიახლეები კიდევ გვექნება.