მორიგი სასიამოვნო სიახლე მათ, ვინც ჩინური ონლაინ მაღაზიებიდან შოპინგითაა გატაცებული – გაგაცნობთ Pinbaba.com-ს – პლატფორმას, სადაც 4 გიგანტი კომპანიის პროდუქციაა თავმოყრილი. ესენია:
- Taobao* (ძირითადად, საცალო ვაჭრობისთვის);
- Pinduoduo* (ძირითადად, საცალო პროდუქციისთვის);
- Alibaba-1688* (ძირითადად, საბითუმო შესყიდვებისთვის);
- JD* (პრემიუმ სეგმენტის პროდუქციისთვის).
*გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ გამყიდველის რეიტინგს და გაყიდვების რაოდენობას, რათა პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული იყოთ.
მოგეხსენებათ, ჩინეთში ონლაინ შოპინგი არც ისე მარტივია, რადგან ონლაინ მაღაზიების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ჩინურ ენაზე ფუნქციონირებს; ამასთან ხშირად გადახდის საშუალებები შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, CHINA2GEORGIA გახდა Pinbaba.com-ის პარტნიორი, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჩინეთში შოპინგი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს!
პლატფორმა Pinbaba-თი სარგებლობა სტანდარტული ეტაპების გავლის შემდეგაა შესაძლებელი:
- უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ Pinbaba.com-ზე;
- შემდეგ უნდა დაამატოთ ჩინური მისამართი;
- მომდევნო ეტაპზე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და შეიძინეთ;
- ბოლოს, USA2GEORGIA-ს თქვენს ექაუნთში ამანათის თრექინგ კოდი უნდა დაადეკლარიროთ.
მას შემდეგ, რაც Pinbaba-ზე პროდუქციას შეიძენთ, ის პირდაპირ თქვენს ჩინურ მისამართზე გამოიგზავნება, ხოლო CHINA2GEORGIA ამანათს საქართველოში ჩამოგიტანთ!
გაითვალისწინეთ, რომ Pinbaba-ზე შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, CHINA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობისას, 2024 წლის 1 სექტემბრამდე ტრანსპორტირების ღირებულებაზე ფასდაკლებაა – 1კგ = $6 (მოცულობითი წონის გათვაალისწინებით).
ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, სასიამოვნო შოპინგი გისურვოთ!