რა და, სამუშაო დღის ბოლოს ჩვენი ექსპრეს კურიერები ყოველდღე ჩიოდნენ: «на машине ехал, на поезде ехал, на лошаде ехал, пешком ехал…» და ასე შემდეგ… თავდადებით მიჰქონდათ ცხრა მთა, ცხრა ზღვის კი არა, მთელი ატლანტის ოკეანის იქიდან (ეს ციმბირზე შორია, გვერწმუნეთ!) ნარნარით ჩამოფრენილი ამანათები. ყველაზე სასოწარკვეთილი თხოვნა-მოთხოვნა ის იყო, რომ „ამანათს ნებისმიერ მისამართზე საკუთარი ზურგით მივიტანთ, ოღონდ ამ ჯაბახანა მანქანებს ნუღარ გვათრევინებთ ხელითო“. ჯარისკაცის მამის ჰიტად ქცეულ ფრაზას კი არა და, Uma2rman-ის „Я к тебе доплыву, долечу, доеду“-საც ვეღარ ღიღინებდნენ ის ქანცგამძვრალი, შუა გზაში მანქანისაგან დაღალატებული (არა და, ჯაგლაგ ცხენს ხომ ვერ მოსთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონობას?!) ექსპრეს კურიერები, რომლებსაც რამდენიმე ათეული კილოგრამიანი ამანათების მიტანა უწევთ დამკვეთის მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებამდე.
მოკლედ, „იყო ბნელი და უკუნი“ ჩვენი ექსპრეს კურიერებისთვის და გ ა ნ ა თ დ ა !!! და ვისთან ერთად „გავანათეთ“? – „ტოიოტა ცენტრი თბილისმა“ გაიხაროს, თავის სერვის ცენტრებიანად, YARIS-ის ახალი მოდელების შემოყვანისთვის (თუმცა, რა საჭიროა სერვისცენტრი ასეთი მანქანებისთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია!) ხო, ხო! კურიერები ახლა უკვე ვერცხლისფერი „ლამაზმანებით“ მოაბრძანებენ თქვენამდე ოცნების ამხდენ ამანათებს. ბევრმა უკვე იცის, რას ნიშნავს ვერხლისფერი TOYOTA YARIS-ის მათ ეზოში შესვლა. აი, გუშინ, თბილისის ერთერთ კორპუსთან ჩვენმა კურიერმა ამანათი მიიტანა და მომხმარებელთან ჯერ დარეკილიც არ იყო, რომ ფანჯრიდან ერთმა გოგონამ მოუთმენლობაშერეული აღტაცება გადმოფინა. მას ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა, როგორც ცნობილ სლოგანშია: «Задорная улыбка Toyota Yaris».
ასე რომ, დღეიდან თქვენს ეზოში როგორც კი დაინახავთ ერთად გაღიმებულ Toyota Yaris-ს და ექსპრეს კურიერს, გააღეთ კარი – ჩაიბარეთ ამანათი!