გსურთ, იცოდეთ, ზუსტად როდის მიიღებთ Amazon-ის ამანათს? ეს შეგიძლიათ, მარტივად შეამოწმოთ სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებით. აი, რა უნდა იცოდეთ Amazon-ის ამანათების მდებარეობის კონტროლის შესახებ:
თუ კომპიუტერს იყენებთ, შედით ვებ-გვერდზე amazon.com და შემდეგ დაკლიკეთ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში – “Returns & Orders”-ზე.
Amazon-ის ამანათის კონტროლი მობილურიდანაც შესაძლებელია: გადმოწერეთ Amazon-ის აპლიკაცია, დარეგისტრირდით, შემდეგ დაკლიკეთ person icon-ზე. განყოფილება “Your Orders”-ში შეგიძლიათ, არსებულ და სამომავლოდ მისაწოდებენ შეკვეთებს გადახედოთ, მეტი ინფორმაციისთვის კი დაკლიკეთ “see all”-ზე.
თუ აპლიკაციის გადმოწერა არ გსურთ, შეგიძლიათ amazon.com-ზე ნებისმიერი მობილური ბრაუზერით შეხვიდეთ, მაგალითად, safari-ით. ამ შემთხვევაში, მარჯვენა ზედა კუთხეში დაკლიკეთ person icon-ზე და შემდეგ “Track & Manage Your Orders”-ზე.
იცით თუ არა, რომ ხშირად თქვენ შეგიძლიათ იმაზე მეტი ინფორმაცია მიიღოთ, ვიდრე მხოლოდ თქვენი ამანათის აშშ-ის მისამართზე მიტანის დღეა? როცა თქვენი ამანათი კომპანია USA2GEORGIA-ს ამერიკული საწყობიდან სულ რაღაც 10 გაჩერებით იქნება დაშორებული, Amazon-ი ელ-ფოსტით დამატებით გაცნობებთ, რომ უკვე შეგიძლიათ, გამოიყენოთ Amazon Map Tracking-ი, რათა თვალყური ადევნოთ თქვენს ამანათებს რუკაზე. Amazon Map Tracking-ზე წვდომისთვის, აირჩიეთ “Track Package”; “Your Orders”-ის განყოფილებიდან შეეხეთ რუკაზე კონტროლის შეტყობინებას.
და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ რუკა, რომ იცოდეთ, როდის უახლოვდება მძღოლი კომპანია USA2GEORGIA-ს აშშ-ის საწყობს.
ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!