როგორც იცით, კომპანია USA2GEORGIA კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, მომხმარებლებს აშშ-ისა და თურქეთის ონლაინ მაღაზიების გარდა, ჩინური ვებ-გვერდებიდანაც შეუძლიათ შოპინგი. CHINA2GEORGIA – ამანათების ჩინეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას ემსახურება.
ჩინეთის ელექტრონული კომერციის ლანდშაფტი ფართო და მრავალფეროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიაში პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. იმისთვის, რომ ჩინური ბაზარი თქვენთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, შევადგინეთ ონლაინ მაღაზიების ტოპ-ათეული, პროდუქციის კატეგორიებთან ერთად. მაშ ასე, სია ასე გამოიყურება:
Alibaba/Tmall:
ონლაინ მაღაზიას აქვს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონიკას, მოდის, სახლისა და ბაღის პროდუქტებს, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს, მათ შორის ავტომობილის ნაწილებს და სამრეწველო საქონელს. Tmall უფრო მეტ ყურადღებას ბრენდულ პროდუქტებზე ამახვილებს.
TaoBao
ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ყველაფერს, ტანსაცმლიდან და აქსესუარებიდან დაწყებული გაჯეტებისა და სახლის პროდუქტების ჩათვლით. TaoBao ცნობილია ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო არჩევანით.
JD.com (Jingdong)
ონლაინ მაღაზია სპეციალიზებულია ელექტრონიკაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ამ ტიპის პროდუქციაში. ცნობილია სწრაფი მიწოდებითა და ავთენტური პროდუქტებით.
Pinduoduo
ონლაინ მაღაზია ცნობილია ჯგუფური შესყიდვებითა და ფასდაკლებებით, ის გთავაზობთ პროდუქციის ფართო არჩევანს ელექტრონიკის, ყოველდღიური საჭიროებების, მოდისა და კვების პროდუქტების ჩათვლით.
GearBest
ონლაინ მაღაზია ფოკუსირებულია ელექტრონიკაზე, გაჯეტებსა და მამაკაცის მოდაზე. ცნობილია ტექნოლოგიური პროდუქტების უხვი ჩამონათვალითა და, რაც მთავარია, საერთაშორისო მიწოდების სერვისიც აქვს.
Banggood
ონლაინ მაღაზია გთავაზობთ პროდუქციის ფართო სპექტრს, მათ შორის ელექტრონიკას, სათამაშოებს, სპორტულ და გარე აღჭურვილობას, ასევე მოდისა და სილამაზის პროდუქტებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ონლაინ მაღაზია პროდუქციას ჩინეთის ტერიტორიაზე არ აწვდის, ამიტომ რეგისტრაცია ამერიკის მისამართით უნდა გაიაროთ.
YesStyle
ონლაინ მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს სილამაზის პროდუქტების, მოდის ნივთების, აქსესუარებისა და სხვადასხვა სახეობის პროდუქტების ფართო არჩევანს კორეიდან, იაპონიიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან.
Shein
ონლაინ მაღაზია სპეციალიზებულია ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების მოდის მიმართულებით, ასევე აქსესუარებსა და სახლისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ რადგან Shein ჩინეთის შიდა ტერიტორიაზე საკუთარი პროდუქციის ტრანსპორტირებას არ ეწევა, ამის გამო – რეგისტრაციისას თქვენ ამერიკული მისამართის გამოყენება მოგიწევთ.
AliExpress
ეს გახლავთ გლობალური საცალო ბაზარი მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც გვთავაზობს ელექტრონიკისა და მოდის პროდუქტებს, სათამაშოებსა და სახლის დეკორს. მართალია, Aliexpress ჩინური ონლაინ მაღაზიაა, თუმცა რეგისტრაციისას თქვენ ამერიკული მისამართი უნდა მიუთითოთ, რადგან კომპანია მხოლოდ ექსპორტზე მუშაობს და ჩინურ მისამართზე ამანათებს არ აგზავნის.
დაბოლოს, გაგაცნობთ ორ ჩინურ სავაჭრო პლატფორმას, სადაც მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია იყიდება და თანაც – ძალიან ხელმისაწვდომ ფასად, რადგან პლატფორმაზე მხოლოდ პირდაპირი გამყიდველები, ე.წ. Seller-ები იყრიან თავს. ესენია: Pandabuy.com და Superbuy.com. ორივე ვებ-გვერდზე პროდუქციის დასახელება და ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ასევე, ორივე პლატფორმის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ისინი ინგლისურ ენაზეა, რაც რეგისტრაციის და შოპინგის პროცესს ძალიან ამარტივებს!
ასე რომ, წარმატებებს გისურვებთ!