გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პროდუქციის ჩამონათვალის და ფასების მითითება სავალდებულოა, როგორც ეს ჩვენს მომხმარებელს არაერთგზის ვაცნობეთ. ინფორმაციის არასრულად ან არასწორად მითითების შემთხვევაში, კომპანია USA2GEORGIA პასუხს ვერ აგებს საბაჟოზე წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებსა და ჯარიმებზე.
ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად, რომელიც 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის გამოგზავნას USA2GEORGIA-ს მეშვეობით კრძალავს, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2010 წლის 8 თებერვლიდან დაწესდება საჯარიმო სანქციები 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირობა ჩაიდება მომსახურების პირობებშიც და მისი ხელახალი დადასტურების მოთხოვნა გახდება საჭირო. იხილეთ მომსახურების პირობები და პარაგრაფი 7.5.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია USA2GEORGIA-სთვის შეზღუდვების დაწესება არასასიამოვნო იყო, საქართველოში მოქმედი კანონდებლობის და საბაჟო წესების შეცვლის შემდეგ, მათი მიღება აუცილებელი გახდა.
ჩვენ მაინც გთავაზობთ ალტერნატივას – 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში, შეგიძლიათ GLS ჯგუფის მეორე კომპანიით www.gls.ge-ით ისარგებლოთ, სადაც შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების რეგისტრაცია.