USA2GEORGIA მომსახურების პირობების გაუმჯობესებას განაგრძობს და 2011 წლის 17 ოქტომბრიდან ექსპლუატაციაში შედის ახალი საწყობი – დელავერის შტატში.
ამ ცვლილების მიზეზი გახლავთ დელავერის შტატში ე.წ. Sales Tax-ის არარსებობა.
მოგეხსენებათ, რომ ონლაინ შესყიდვის დროს პროდუქციის ღირებულებას “Sales Tax” ემატება, რომელიც არც თუ ისე ცოტაა. მაგ.: თუ თქვენი ამერიკული მისამართი არის ნიუ-იორკში, თქვენ მიერ შეძენილ პროდუქციას ხშირ შემთხვევაში საშუალოდ პროდუქციის ღირებულების 7-12%, მინესოტაში 7-10%, ნიუჯერსში კი 7-14% ემატება.
ხოლო ჩვენს ახალ მისამართზე დელავერში ეს ფასნამატი – 0%-ია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ონლაინ შესყიდვები კიდევ უფრო გაიაფდა.
გთხოვთ, 17 ოქტომბრიდან ონლაინ მაღაზიაში შეკვეთისას, Shipping მისამართი შეცვალოთ ახლით, რათა ამანათის ძველ მისამართზე გაგზავნა აღარ მოხდეს.
ამანათები, რომლებიც მინესოტაში ჯერ არ ჩასულა, საქართველოში ჩვეულებრივ, განრიგის მიხედვით ჩამოვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2011 წლის 20 ნოემბრიდან მინესოტის საწყობი აღარ იარსებებს.
ეს სიახლე USA2GEORGIA-ს ახალი სერვისების საწინდარია. ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ჩვენი მომხმარებლების სურვილების ასრულებას.
კომპანია მადლობას გიხდით მრავალწლიანი თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.
ახალი ძალებით,
USA2GEORGIA