როგორც წინა სტატიაში ვახსენეთ, საბაჟო დეპარტამენტში რიგი პროცედურები შეიცვალა. ამ ცვლილებებმა კი გამოიწვია ის, რომ საერთო კომერციულ ინვოისში და ე.წ. ამანათების ნუსხაში პროდუქციის ღირებულების დაფიქსირება საჭირო გახდა. ამის გამო სისტემას ამანათის ღირებულების ჩასაწერი დაემატა. გთხოვთ, იხილოთ მიღებული და გამოგზავნილი ამანათების განყოფილება “ამანათების მართვის” პანელში.
ყოველი თრექინგ კოდის გასწვრივ, ცარიელი უჯრაა, სადაც ამანათის საერთო ღირებულება უნდა დააფიქსიროთ (დოლარში). ინფორმაციის შევსების შემდეგ, Enter ღილაკის დაჭერა საჭირო არაა, რიცხვი ავტომატურად დამახსოვრდება.
გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ცვლილება დროულად მოახდინოთ. თანხის დაფიქსირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს – ამანათის მიღებიდან მის ჩამოსვლამდე თბილისში.