გვინდა, სიხარულით გაუწყოთ, რომ თურქეთიდან საქართველოში პირველი ტვირთი უკვე გამოიგზავნა – TURKEY2GEORGIA-ს პირველი მომხმარებლები თურქეთის ონლაინ მაღაზიებში შეძენილ პროდუქციას სულ რამდენიმე დღეში მიიღებენ.
ამანათების სწრაფად მიღების მიზეზი ისაა, რომ TURKEY2GEORGIA-ს საფოსტო საწყობი სტამბოლთან ძალიან ახლოს, სულ 1 საათის სავალზე – თექირდაგში – ინდუსტრიულ ზონაში, ჩქაროსნულ გზასთან მდებარეობს, სადაც უმსხვილესი სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციული ოფისებია მოწყობილი, რაც შიდა ტრანსპორტირებას ძალიან აადვილებს, შესაბამისად, ამანათების გადაზიდვა მინიმალურ ვადებში ხდება.
მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!