ახალი ფილიალები და ლოქერების რეგიონული პროექტი – ამანათების ტრანსპორტირების ინოვაციური კომპანია USA2GEORGIA მასშტაბურად ფართოვდება! 

მომხმარებლებს ამანათების მიღება უკვე ახალი ლოკაციიდან შეეძლებათ, მის: ვარკეთილი, ვ. კუპრაძის N74

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის USA2GEORGIA-ს ფილიალები თბილისის თითქმის ყველა უბანშია ხელმისაწვდომი: 

📍ვაჟა-ფშაველას გამზ. N96
📍ა. ცაგარელის ქ. N31
📍ი. მოსაშვილის ქ. N2
📍კ. კეკელიძის ქ. N1
📍ა. ბელიაშვილის ქ. N1
📍ო. ხიზანიშვილის ქ. N7
📍აწყურის ქ. N45
📍ფარნავაზ მეფის გამზირი, N1
📍ვ. კუპრაძის N74

გარდა ამისა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ლოქერების მოწყობაც მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლოქერების ქსელი გაფართოებას აგრძელებს და მისი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 40-ს აღწევს! 

სტანდარტულ ფილიალებთან შედარებით, ლოქერების უპირატესობა ისაა, რომ მათი უმეტესობა 24/7-ზე ხელმისაწვდომია, შესაბამისად, მომხმარებლებს ამანათების მიღება მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე შეუძლიათ.

LOCKER.GE-ის ბრენდს, რომელიც ასევე ინოვაციურია და ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, დღეს თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე შეხვდებით.

და ბოლოს, კომპანია USA2GEORGIA-ს მომხმარებლები სულ მალე –  ქ. ბათუმის ფილიალიდან შეძლებენ ამანათების მიღებას! 

მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!