მეგობრებო,
დაგვეთანხმებით, ამ უმძიმეს დღეებში, ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.
მთელი მსოფლიოდან დაძრულია ჰუმანიტარული ტვირთები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. კარგოლუქსის ავია-ხაზები, რომელიც ნიუ-იორკიდან ოპერირებს და ლუქსემბურგის გავლით საქართველოშიც აგზავნის ტვირთს, თითქმის მთლიანად გადაერთო ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე.
USA2GEORGIA შეუერთდა ჰუმანიტარულ აქციას და ამერიკიდან, თვითმფრინავის ბორტზე კუთვნილი სივრცის ნაწილი დაუთმო ჰუმანიტარულ დახმარებას!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომდენო რამდენიმე კვირის განმავლობაში, შესაძლოა დაფიქსირდეს შეფერხებები საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებაზე.
იმედი გვაქვს, გაგებით მოეკიდებით აღნიშნულ ფაქტს.
ჩვენ ხალხს ნამდვილად არ გაუჭირდება წარმოდგენა – რა ხდება ომით დაზარალებულ ოჯახებში, განსაკუთრებით მაშინ როცა – მტერი ერთია, ერთი ხელწერით!
მეგობრებო, განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს!
გისურვებთ მშვიდობას!