11 თებერვალი
ე.წ. “ბიო” არომატიზატორების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, USA2GEORGIA-ს შეზღუდვამ მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, გვინდა, მცირედი განმარტება გავაკეთოთ:
მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის პროდუქციის ტრანსპორტირება კანონით შეზღუდული არ არის, კომპანიამ მიიღო აკრძალვის გადაწყვეტილება, რადგან USA2GEORGIA-ს არ სურს არაჯანსაღი და საეჭვო წარმომავლობის ნივთიერებების ტრანსპორტირებაში მონაწილეობის მიღება.
7 თებერვალი
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 7 თებერვლიდან მომსახურების პირობები შეიცვალა და შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალს ე.წ. “ბიო” არომატიზატორები დაემატა. შესაბამისად, აშშ-დან საქართველოში მსგავსი ტიპის შიგთავსით ამანათები არ გამოიგზავნება.
იხილეთ შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალი
ასევე მომსახურების პირობები, პარაგრაფი 10